პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

    პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
„გააზრებული კითხვის პრობლემები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და მისი გაუმჯობესების გზები“
ავტორი: სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის კვაშტის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი მარინე ბალაძე
სარჩევი
შესავალი--------------------------------------------------------------------------
თავი I.საკვლევი საკითხის მიმოხილვა---------------------------------------
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის დაწყებითი საფეხურის შესახებ--------------------------------------
1.2     პრობლემის  საკვლევი საკითხი------------------------------------------
1.3     პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები------------------------
1.4      კვლევის მიზანი------------------------------------------------------------
1.5     კვლევის ამოცანები---------------------------------------------------------
         II თავი
პრაქტიკული კვლევის არსი-----------------------------------------------------
         III  თავი


ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------------
        IV თავი
კვლევის დიზაინი
4.1    კვლევის სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------
4.2    კვლევის მეთოდები----------------------------------------------------------
4.3    კვლევის ვადები--------------------------------------------------------------
       Vთავი
კვლევის შედეგები
5.1    მონაცემთა ანალიზი---------------------------------------------------------
5.2    კვლევის მიგნებები-----------------------------------------------------------
5.3    შესაძლო ინტერვენციები----------------------------------------------------
5.4    განხორციებული  ცვლილებები--------------------------------------------
          VI  თავი
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1    რეკომენდაციები-------------------------------------------------------------
6.2 ინტერვენციის შეფასება-------------------------------------------------------
          VII  თავი
დასკვნა -----------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------------
დანართები-----------------------------------------------------------------------



                                              შესავალი
    წიგნიერება სწავლის საფუძველია.  ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ, გააზრებული კითხვის უნარია. სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. გააზრებული კითხვის  კვლევა საშუალებას გვაძლევს, სწავლების საწყის საფეხურზე შევაფასოთ მოსწავლეთა კითხვის უნარი და ის კონტექსტი, რომელშიც მიმდინარეობს ამ უნარის განვითარება (ოჯახი სასკოლო რესურსები, სწავლების მეთოლოგია და ა.შ), გარდავქმნათ და გავაუმჯობესოთ კითხვის სწავლების პროცესი, რითაც ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას მომდევნო საფეხურებზე და  მეორე მხრივ, დავეხმარებით მოზარდს სოციალიზაციასა და პიროვნულ განვითარებაში.
  
წინამდებარე ნაშრომი არის სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაშტის საჯარო სკოლის დაწყებით  საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია გააზრებული კითხვის უნარების პრობლემები, გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. 
     სკოლა სადაც მე ვმუშაობ ყველა მასწავლებელი მაქსიმალურად არის ორიენტირებულნი მოსწავლეთა საჭიროებებზე და ფიქრობენ მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და პრობლემების ადრეულ გამოვლენაზე და ზრუნავენ გაუმჯობესების გზებზე.  სკოლას ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად გადაეცემოდა სასწავლო მასალები და დამხმარე საკითხავი წიგნები მოსწავლეების  კითხვის დონის შესაბამისად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული წიგნების გამოყენებით დღეს ჩვენს სკოლაში თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული საბიბლიოთეკო მუშაობაში, რაც აისახება მოსწავლეთა გააზრებული კითხვის გაუმჯობესებით. 
       
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა


          1.1 მოკლე ინფრმაცია სოკლის დაწყებითი საფეხურის შესახებ
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის კვაშტის საჯარო სკოლის I-IV კლასებში სწავლობს - 11  მოსწავლე, გოგონა-4, ვაჟი -7. დაწყებით კლასებში სხვადასხვა საგანს  6 მასწავლებელი ასწავლის. მათგან  2 უფროსი მასწავლებელია, 4 -კი პრაქტიკოსი, მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება  ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ სწავლების პროცესი.
1.2     პრობლემა და საკვლევი საკითხი
   კვლევის საფუძველი გახდა დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება I-IV კლასში. დიაგნოსტიკურმა ტესტებმა მიჩვენა რომ, მოსწავლეებს ჰქონდათ გააზრებული კითხვის პრობლემები. 


ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, გადავწყვიტე მათთვის მიმეცა დამატებითი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, თუმცა შევამჩნიე რომ ისინი ჩემს მიერ მითითებულ წიგნებს უინტერესოდ და ძალდატანებით კითხულობდნენ.
დავიწყე ფიქრი იმის შესახებ  თუ რა ფორმის და შინაარსის საკითხავი მასალა დააინტერესებდათ მათ, რომ მათთვის კითხვის პროცესი არ ყოფილიყო „დასჯა“ ან „ტანჯვა“. კითხვის პრობლემა  წასაკითხი ტექსტის სირთულეშია  თუ  მოცულობაში? აი  ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა დაწყებითი კლასის კათედრის წევრებთან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად.
1.2       პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
        ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ რჩებათ დრო კითხვისთვის. მათი მიზანია  დროულად მოამზადონ მხოლოდ სკოლაში მიცემული საშინაო დავალებები, ისინი არ ზრუნავენ  დამატებით წიგნების  კითხვაზე.
        მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ, მოსწავლეები ყოველთვის არ უზიარებენ წაკითხულ ნაწარმოებს მასწავლებელსმშობელს ან თანატოლს, ან თუ უზიარებენ,არასისტემატურად.
        მოსწავლისთვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს ტექსტთან არსებული დავალებების (რომელიც ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება) შესრულების ინსტრუქციის  არ მიცემა.
        კითხვის პრობლემაზე ასევე უაროფითად მოქმედებს  წასაკითხი ტექსტის სირთულე, თუ მოცემული ტექსტი მოსწავლეთა შესაძლებლობების  ადეკვატური არ არის.


1.4   კვლების მიზანი
კვლევის მიზანია  შევისწავლო დაწყებით კლასებში  მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები და დავადგინო პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები.


      1.5  კვლევის ამოცანები
        დაკვირება თითოეული მოსწავლის კითხვის  ხარისხზე და პრობლემებზე. დაკვირვება სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე;
        ფოკუს ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
        მოსწავლეთა, მშობელთა და  მასწავლებელთა გამოკითხვა;
        მონაცემების ანალიზი;
        შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.

II თავი
პრაქტიკული კვლევის არსი
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხება კითხვის პრობლემებს დაწყებით კლასებში და მის გაუმჯობესების გზებს.
       პრაქტიკულ კვლევა გულისხმობს თანამშრმლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევარებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციალებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთ გუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგს აღწევენ.
     რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური განმსაზღვრელია პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, ამიტომ კვლევა  ამ კლასისის მოსწავლეებში, მათ მშობლებში და ამ კლასში შემსვლელ პედაგგებში განვახორციელე.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რადენობა:
1.     სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაშტის საჯარო სკოლის I-IV კლასებში სწავლობს -11 მოსწავლე.
2.     სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაშტის საჯარო სკოლის I-IV კლასებში მოსწავლეთა მშობელი-  8
3.     სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაშტის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების 5 მასწავლებელი
სულ   24  რესპოდენტი



 თავი  III
ლიტერატურის მიმხილვა
      მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში გაწაფული და გააზრებული კითხვა სწავლების ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არა ერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ თუ რა სარგებლობასთან/ სირთულესთან არის   დაკავშირებული და როგორ უნდა მოვახერხოთ პრობლემის წარმატებულად გადაჭრა;  რას გვასწავლის ეს კვლევა ისეთს, რაც შესაძლოა ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს სასიკთოდ წაადგეთ. კითხვის უნარ ჩვევების განვითარება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია მოსწავლისთვის , განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.
     დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის, გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს  სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება. კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას  მთელი კარიერის მანძილზე.
             როგორც ერთ-ერთ სტატიაში (<დაწყებითი, ემერჯენტული წიგნიერება>-„კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა  პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრი 2013)    ვკითხულობთ  მკვლევარების აზრით, გამართული, გაწაფული-კითხვის ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე.  კითხვის პრობლემებს განსაკუთრებულად ყურადღება დაწყებითი საფეხურის ასაკში უნდა მიექცეს.
   ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ ადრეულ  ასაკში წიგნიერების განვითარების ძირითადი ასპექტი არის წიგნიერი გარემო. როდესაც უფროსები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, ან როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები თავად კითხულობენ, მათაც ბუნებრივი ინტერესი უჩნდებათ დაწერილის მიმართ. ასე, რომ წიგნიერების გამოყენებითი ასპექტის გაცნობიერება ეხმარება ბავშვს დადებითად განეწყოს კითხვისა და წერისადმი. 
   როდესაც ადრეულ ასაკში წიგნიერების განვითარებასა და კითხვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გაგება-გააზრების კომპონენტი. გაგება გააზრება არის წაკითხული ტექსტის, მოსმენილი ინფორმაციის, სიტყვების, წინადადებების  და მათი კომბინაციების მნიშვნელობის კონსტრუირების პროცესი.  ამ უმნიშვნელოვანესი სააზროვნო უნარის განვითარებაში რომ დავეხმაროთ, ხშირად უნდა ჩავრთოთ ბავშვი გაგებაზე ორიენტირებულ თამაშებსა თუ აქტივობებში.  ერთი  შეხედვით თამაშმა, რომელიც ხატვას, გაფერადებას,  ფერებთან მუშაობას, თვლისა და ანგარიშის, საკუთარი დამოკიდებულებების შესახებ საუბრის ელემენტებს შეიცავს, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბავშვების წიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში.სწორედ ამგვარი თამაშები და წიგნთან რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დამეგობრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ შემდგომ წარმატებებს ცხოვრებაში.
                            


თავი IV
კვლევის დიზაინი
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
2.დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები.
3.დაწყებითი კლასებში შემსვლელი პედაგოგები.
1. კვლევის მეთოდები
     მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
        გამოკითხვა - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე:  რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის პრობლემების მოგვარება? რაში ეხმარებათ  მათ კითხვა და რა სირთულეებს წარმოქმნის თუ არ წაიკითხავენ?


        ანკეტირება - მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე დაყწებითი კლასების მასწავლებლებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.


        ინტერვიუ - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვის  პრობლემის მიმართ.
        ფოკუსირებული დაკვირვება -  ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.


        მეორადი მონაცემების ანალიზი - ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.


2. კვლევის ვადები
აქტივობა
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება



ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან



მონაცემების შეგროვება



მონაცემების ანალიზი



მეორადი მონაცემების შეგროვება



მეორადი მონაცემების ანალიზი



კითხვარების შედგენა, დამუშავება



გამოკითხვა/ანკეტირება



მიღებული შედეგების ანალიზი



სავარაუდო ინტერვენციების განხილვა



ინტერვენციის განხორციელება




  • ინტერვენციის შედეგების ანალიზი



    პრეზენტაცია დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან შედეგების გაცნობა









    თავი V.
    კვლევის შედეგები
    5.1.მონაცემთა ანალიზი
         ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა პედაგოგთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვის პრობლემების მიმართ.ინტერვიუ ჩატარდა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებთან, (მაღალისაშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების 1–1 მოსწავლე). 
    კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე – დაწყებითი      კლასების დამრიგებლებთან და ამ კლასებში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე წინასწარ მომზადებული კითხვარი შევავსეამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაციამასწავლებლები რა სიხშირით აძლევენ მოსწავლეებს წასაკითხ მასალას; მოსწავლეები რა სიხშირით უზიარებენ მასწავლებლებს წაკითხულ ნაწარმოებს.
    (დანართი 1 )
           პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინამასწავლებლისთვის რა ღირებულება აქვს გამართულ-გაწაფულ კითხვას, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებიგამოკითხვაში 5 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდარომ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი უხალისოდ უდგება კითხვის პროცესს  (75%).


    https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi1Hl4DHadWeFUhLswSUwX5xrYVBOpB9KAv_4a3eZJ5F2ReAbLV2kFQlhbDy_G-RaehI1Na6gqz8yiH4vOEG6NSjp9Jm6KYsi9lcHbNsKsffzdlOln0ydHYXEveTMQNwUUVTwep1UAHLEs/s320/diagramm+1.PNG


        გამოკითხვამ აჩვენარომ მოსწავლეებისთვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს მასწავლებელთა 15% ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს წასაკითხ ტექსტთან თანმდევი დავალება, არ იძლევა41მასწავლებლებისა ყოველთვის იძლევა ინსტრუქციას, 44%კი – ზოგჯერ.
     მოსწავლეები წაკითხულ ნაწარმოებს  უზიარებს მასწავლებელს 42%, მშობელს – 33%,  ოჯახის სხვა წევრებს – 25%.
    https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhtmcByAV4NiQ618hnLlqTyo5KcDYjVI-rk2T91WnAdRUKkZocV_H5TyxkX28Y5P1S9e8RddlHcWoJGt3S465YNJvCYL9L74o1Jqg0-Myhl9iWqtWBpWtNr7t-3ZykpXKhNUP3dWk25o2w/s320/1.PNG


        მასწავლებლების 63მიიჩნევსრომ მათ მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული წასაკითხი მასალა ზომიერიამასწავლებელთა 25%–ის აზრით – მცირეახოლო მასწავლებელთა 12%–ს მიაჩნიარომ ზომაზე მეტია.
           ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდარომ მშობლების 78%  თვლის, რომ მათი შვილი უნდა კითხულობდეს  მათთვის შესაფერისს დამატებით კლასგარეშე ლიტერატურას. ხოლო 22%  პროცენტი თვლის, რომ არ არის საჭირო დამატებითი კლასგარეშე მასალის კითხვა, რადგან მათ შვილს აქვს გადატვრთული გრაფიკი.                                                                             
      ( დანართი 2 )
    მშობლების აზრით,   მშობლების დახმარებით კითხულობს მხოლოდ მოსწავლეთა 23. დამოუკიდებლად კითხულობს მოსწავლეთა 57%,                                                                                                                                 კითხვისას სჭირდება მითითება მოსწავლეთა 20% .    ( დანართი 2 )
               
    https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhz32MNSTvgmovY1ES6JoUmWaQsNbShZnl44fG4E2K63I0DTWC2USuVaV9CY5NNtbKqHnPxbsVkD55OA5qGFSokZWltcZaTYk8mJyLFm2_g89zpsA19A4xFi0BrTIQVc9Jt31BQAzb7uAM/s320/2.PNG
                                                                                                                                                                               
         გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო I-IV კლასის მოსწავლეების თითო მშობელმა
           მშობლებს კითხვარები შევავსებინე სკოლაშიმიმაჩნიარომ კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლის დამოკიდებულების გასაგებად კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით.                                        
          მშობლებმა ანონიმურად შეავსეს ანკეტებიშედეგებიდან გამომდინარე ბავშვის რეჟიმის სწორ განაწილებაზე პასუხისმგებელიაოჯახი – 42%, დედა –49%, ბავშვი – 9%;  
    ბავშვს გვიან დაძინება უწევსბევრი დავალების გამო –25%, დროის არასწორად განაწილების გამო – 25%, ტელეგადაცემის ან კომპიუტერული თამაშების გამო –50 %;
     ბავშვი კითხულობს  მშობლის დახმარებთ – 14%, კითხულობს  დამოუკიდებლად  – 47%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 39%;
    გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდარომ  მოსწავლეები ყველაზე მეტად   და ხალისიანად კითხულობენ  ზღაპრებს (68%), შემდეგ – მხატრულ ტექსტებს (24%), ყველაზე ნაკლებად კი –საინფორმაციო ტექსტებს  (8%).  
    https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhG6QakGoOBsgFNKO-SYBKFxl-vih0Xgra04-7trrIA2PQFLbTEdhj6PyKRvtjglIXnqGZeYaMp4KWOG5mFo54llOSSNNdgGrXP4sEDmwHySQjfOUPulN93WbfUyxABn6mdsiVJVrTLTx8/s320/3.PNG


           
            ანკეტირება ჩავუტარე I-IV კლასის მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახებში. (ანკეტირება ჩატარდა მშობლების ანკეტირებამდე 1 საათით ადრე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად).
           მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდარომ მათი რეჟიმის   სწორ განაწილებაზე პასუხისმგებელიაოჯახი – 35%, დედა –59%, ბავშვი – 6%; გვიან დაძინება უწევთ: ბევრი დავალების გამო – 45%, დროის არასწორად განაწილების გამო – 13%, ტელეგადაცემის  ან კომპიუტერული თამაშებისგამო –42%;
    ის  კითხულობსმშობლის დახმარებით– 35%, დამოუკიდებლად – 41%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 24%;
    გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდარომ ყველაზე მეტად მოსწონთ ზღაპრები (89%), შემდეგ –მხატრული ნაწარმოებები (7%), ყველაზე ნაკლებად კი – საინფორმაციო ტექსტები (4%). 
          ( დანართი 2 და 3 )    
           
    ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე
          ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს: III და IV კლასებში 3–3 გაკვეთილს, II კლასში 2 გაკვეთილსხოლო I კლასში – 4 გაკვეთილს  რათა დამედგინა კონკრეტულად, რა სახის კითხვის პრობლემა არსებობს ამა თუ იმ კლასში.
    მეორადი მონაცემების ანალიზი –  კითხვის პრობლემების უკეთ  გასაცნობად შევაგროვე დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული წასაკითხი ტექსტები, რათა დამედგინა კონკრეტულად რა მოცულობის და შინაარსის წასაკითხ ტექსტებსაძლევდნენ პედაგოგები მოსწავლეებს.        
         კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ, სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოები, სადაც მოძველებული ტექსტებია წარმოდგენილი, რაც მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს. თემატიკა შერჩეული უნდა იყოს მოსწავეთა ინტერესისი გათვალისწინებით. ასევე ლექსიკა  უნდა იყოს თანამედროვე, რათა მოსწავლეებმა აქტიურად შეძლონ მისი პრაქტიკაში გამოყენება.   საერთო ანალიზისას გამოიკვეთარომ მოსწავლეები უხალისოდ     კითხულობენრომ კითხვის პროცესი მათთვის ხანგრძლივი და დამღლელია. ასევე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ყოველთვის არ უზიარებენ წაკითხულ ნაწარმოებს მასწავლებელსან თუ უზიარებენარასისტემატურად. რაც იმის საფუძველი ხდებარომ მოსწავლეს ეკარგება კითხვის მიმართ ხალისი და უქრება  მოტივაცია.
             გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთარომ  მასწავლებლები არ აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის გააზრებულ კითხვას.
                        5.2.   კვლევის მიგნებები
              მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;
            კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ, სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოები, სადაც მოძველებული ტექსტებია წარმოდგენილი, რაც მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს. თემატიკა შერჩეული უნდა იყოს მოსწავეთა ინტერესისი გათვალისწინებით. ასევე ლექსიკა  უნდან იყოს თანამედროვე, რათა მოსწავლეებმა აქტიურად შეძლონ მისი პრაქტიკაშიგამოყენება. 
            გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის;                                                         
            მოსწავლისთვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს ტექსტთან არსებული დავალებების (რომელიც ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება)  .სავარჯიშოები უფრო მეტი უნდა იყოს;
            შესრულების ინსტრუქციის  არ მიცემა;
            მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის ვინმესთვის გაუზიარებლობა.
               5.3. შესაძლო ინტერვენციები
         კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზეშევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის 5 ვარიანტი:
            დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა       სადაც დეტალურად იქნება საუბარი კითხვის მნიშვნელობის შესახებ. ასეთი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ როგორირა სახის და რა დოზით მისცენ მოსწავლეებს წასაკითხი მასალა
             დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.  პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონშეჯერდნენ, როგორრა         სახითრა დოზით მისცენ მოსწავლეებს წასაკითხი ტექსტებირომ წასაკითხი მასალა შეირჩეს მოსწავლეთა ინტერესის და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
            დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით, მიეცეთ ისეთი დავალებები, (მასწავლებლის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინსტრუქციით)  რომლების გაუადვილებს ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებას. მსგავსი მიდგომა მოსწავლეებში გაზრდის კითხვის მიმართ მოტივაციას;
                                                                                                                                                                  
             მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
            დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მკითხველთა კლუბის დაარსება, სადაც მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ნაწარმოების  ერთთმანეთისთვის გაზიარებას და რჩევების მიცემას;  
              5.4. განხორციელებული ცვლილებები
             შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
    1.       დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა – პედაგოგები გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმასსხვადასხვა ლიტერატურას კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით , როგორც სკოლის  ბიბლიოთეკაშიისე – ინტერნეტშილიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებთან არსებული კითხვის პრობლემების დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს  წასაკითხი ტექსტები მიაწოდოს , ისეთი სახით და ისეთი დოზით,რომ მოსწავლემ წაიკითხოს ხალისით.                                                
     2. დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარებაშეჯერება თუ რა სახის და რაოდენობის ტექსტები  მიეცემათ მოსწავლეებს წასაკითხად.
    3. დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებისთვის დროულად გასცემენ რეკომენდაციებს კითხვის პრობლემის აღმოჩენისთანავე, საჭიროდ,  დროულად და სრულყოფილად ახდენენ   იმ დავალების შემოწმებას, რომელიც თან ახლავს ტექსტებს მისი უკეთ გაგება-გააზრებისათვის.                                                                                                      4. მკითხველთა კლუბის დაარსება სკოლაში.  


    5. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრებისადაც პედაგოგებმა დეტალურად ესაუბრენ მშობლებს კითხვის  მნიშვნელობაზე, კითხვის პრობლემებზე და პრობლემების გამოსწორების გზებზე. მათ მიეცათ რეკომენდაციებითუ როგორ ჩაერთონ შვილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის- კითხვის პროცესში.
         დაწყებითი კლასების მასწავლებლები შეთანხმდნენ , რომ ხშირად გაამდიდირონ საგაკვეთილო პროცესი იმ მეთოდებითა და აქტივობებით, რომლებიც ორიენტირებულია კითხვის უნარების განვითარებაზე. დაწყებით საფეხურზე ასეთ მეთოდებსა და აქტივობებს თუ თამაშის სახეს მივცემთ, უფრო გავზრდით მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას და სასურველ მიზანსაც  უფრო ადვილად მივაღწევთ, რადგან  თამაში ბავშვის მიერ რეალობის შემოქმეთებითად ასახვის ფორმაა, რომელშიც, ამავდროულად,მისი ინსტიქტური და ბიოლოგიური მოთხოვნილებებია ჩადებული.
         კლასისი საათზე  და „მკითხველთა კლუბი“-ში გამოყენებული იქნა შემდეგი აქტივბები:
    „ცხელი  სკამი „
    რესურსები
     ადამიანური რესურსებისათანადო ატრიბუტიკა.


    აქტივობის აღწერა
    ნაწარმოების ან  მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვენ, მოირგონ ტექსტის ერთ-ერთი პერსონაჟის როლი. შერჩეული მოსწავლე გამოდის კლასის წინჯდება სკამზე, ”მოირგებს პერსონაჟის როლს და პასუხობს თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს,რომლებიც ამ პერსონაჟისთვისაა გამიზნული. კარგი იქნებათუკი დასაწყისისთვის ისეთ მოსწავლეს ამოვარჩევთრომელიც ამ დავალებასკარგად გაართმევს      თავსნიმუშის საჩვენებლად შეიძლება შერჩეული პერსონაჟის როლი თავდაპირველად თვითონ მასწავლებელმა განასახიეროს.
    ზოგადადმნიშვნელოვანიარომ მასწავლებელმა წააქეზოს ბავშვებიდასვან ეფექტური შეკითხვები და მაგალითის საჩვენებლად, თვითონაც  დაუსვას შეკითხვები ”ცხელ სკამზემჯდომ მოსწავლეს.


                  „მკითხველის თეატრი“
          იმ მეთოდებს შორის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე
    მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, არის მკითხველის თეატრი. ეს   გახლავთ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმაროდესაც  მოსწავლეები ჩართულნი არიან ნაწარმოების ხმამაღლა კითხვაშიმკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებსკოსტიუმებს ან მოქმედებას; მკითხველები ხმისმიმიკისა და ჟესტების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებასტონსემოციას, მოქმედ პირთა ხასიათს.
    მკითხველის თეატრი მოსწავლეებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში ეხმარება. ეს ეფექტიანი სტრატეგიაა,
    რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთარი კითხვის უნარის რწმენათავდაჯერება და შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ  ხმამაღალი გამომსახველობითი      კითხვა.
    ჩვეულებრივთითო მონაკვეთისთვის მკითხველის თეატრში 5 ან 6 მკითხველი შეირჩევა.შერჩეული მონაკვეთები საინტერესო უნდა იყოს როგორც მკითხველისთვისისე მსმენელისთვისაც. მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ საკუთარი            სცენარები ან სცენარად გადააკეთონ მოთხრობები, რომანის ნაწყვეტი ან ეპიკური პოეზია.


    სიტყვის და ცნების რუკა;
       სიტყვის რუკა“ და „ცნების რუკა“ ეფექტური სტრატეგიებია კითხვის   სწავლების პირველ ეტაპზე. ეს სტრატეგიები ხელს უწყობენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებასწაკითხულის გაგება-გააზრებას და წერის უნარის განვითარებას. „სიტყვის რუკის“ სქემა შედგება 4 ნაწილისგანთვითონ სიტყვის დასახელებაამ სიტყვის განმარტება         მოსწავლის მიერამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან და ნახატიროგორც ვიცით 6-7 წლის მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნებაამიტომ სიტყვის ვიზუალიზაცია თავისივე შესრულებული ნახატით მათ გაუადვილებს სიტყვის აღქმას. ამ სქემის გამოყენება რეკომენდირებულია I და IIკლასებშისიტყვა განმარტება ლექსიკონიდან          სიტყვის განმარტება მოსწავლის მიერ ნახატით.
        სქემა „ცნების რუკა“ ეხმარება მოსწავლეს გაიაზროს ინფორმაცია და   დააჯგუფოს ცნების მახასიათებლები. ცენტრალურ ოვალში იწერება ცნება,რომლის გარშემო მოსწავლეები აგებენ ცნების რუკას“. მეორე ოვალის გასწვრივ იწერება ის მიზეზებირომლის ნაწილი შეიძლება მოცემული იყოს ტექსტში, ნაწილი კი მოსწავლეებმა დაასახელონ და გაუზიარინ ერთმანეთს, ჯერ წყვილებში, შემდეგ მთელ კლასშიმესამე ოვალის - სიმპტომების    გასწვრივ იწერება ცნების მახასიათებლები, მოსწავლეები მუშაობენ ჯერ წყვილებში და შემდეგ მსურველები თავისმოსაზრებას     უზიარებენ მთელ კლასსმეოთხე ოვალში კი მოსწავლეების მსჯელობის შედეგად იწერება პრობლების გადაჭრის გზებიმოცემული მეთოდები გამოიყენება როგორც ნარიტული,ასევე ინფორმაციული და ინსტრუქციული ტექსტების გაგებისა და გაანალიზებისთვის.
           
                                 „მხიარული ბანქო“
           ერთ-ერთი მთავარი გამოწვწვა ,  რომელსაც მოსწავლეები კითხვისა და წერის სწავლების საწყის ეტაპზე აწყდებიან, მარცვლისაგან სიტყვის შეკვრა, ხოლო მიღებული სიტყვისგან წინადადების აწყობა და მათი გაგება-გააზრება. იმისთვის, რომ გავუადვილოთ მოსწავლეებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ჩოყალიბების პროცესი, სასურველია, ხშირად შევთავაზოთ აქტივობები და თამაშები, რომლებიც სწორედ მარცვლებსა და სიტყვებზე ვარჯიშს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მეთოდია  „მხიარული ბანქო“.  იგი აგებულია გუნდური თამაშის პრინციპზე და მიზნად ისახავს მარცვების სიტყვებად გამთლიანებას და მიღებული სიტყვებით წინადადების აწყობის უნარის განვითარებას.
                                             „ დიდი წიგნები“
              „ დიდი წიგნების დამზადების“ მიზანია მოსწავლეთა ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების განვითარება; ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავებასა და განვითარებას.მოსწავლეებს უვითარდებათ ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის  გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის  სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.
    დამრიგებლის საათზე მშობლებთან ერთად ერთობლივად შევქმენით  დიდი წიგნები:  „ მეგობრობა“, „ ზამთარი“ ,  „ვინ სად  ცხოვრობს“.მოსწავლეებმა  სურათის მიხედვით გამოთქვეს  ვარაუდები და შექმნეს  პატარა მოთხრობები[  „ მეგობრობა“, „ ზამთარი“,  „ვინ სად ცხოვრობს“] მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, მათი დახმარებით მოიხატა დიდი  წიგნის ყდა და ფურცლები. მოსწავლეებს კი იმდენად აუმაღლდათ მოტივაცია, რომ  სურვილი გამოთქვეს კიდევ შეექმნათ რამოდენიმე  წიგნი: ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიქმნა: „ბაბუაწვერა ‘’, ჭკვიანი გოგონა’’,  „ობოლი, მელია და მამალი“, „გოგონა და ძაღლი“,“ზარმაცი ჩიკორა,“ „თავდადებული გმირები“,ანდაზეთი.
    მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, ინფორმაციის გააზრების და ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის[მაგ.სიტყვიერი ტექსტის ილუსტრაციით გამოხატვის] უნარი, სოციალური უნარ-ჩვევები, წიგნიერების და სხვა სახის ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანი  უნარები.


    თავი  VI
    რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
    6.1 რეკომენდაციები
          რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
    1.     მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცენ ისეთი ტექსტები წასაკითხად(ჯგუფებში დიფერენცირება), რომლის  დროსაც გათვალისწინებული იყო მათი ასაკი, ინტერესი და შესაძლებლობა. მასწავლებლებმა წაკითხვის წინ მისცეს შესაბამისი ინსტრუქცია და ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებოდათ  წასაკითხი ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში.
    2.     წასაკითხი ტექსტის  მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს  ტექსტის მოცულობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს წასაკითხი ტექსტი ისე, რომ მოსწავლის შესაძლებლობა მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რათა მიაღწიოს შედეგს. მასწავლებელი მიცემული წასაკითხი ტექსტების დახმარებით უნდა ზრდიდეს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ  კითხვა მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
    3.     მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს წასაკითხი მასალის სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია.
    4.     საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პედაგოგებს, ისე პედაგოგებსა და მშობლებს შორის:


            თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის
    (შემუშავდეს I-IV კლასის მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი)
            თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და მშობლებს შორის (შემუშავდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის I-IVკლასის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი)
            I-IV კლასის პედაგოგები გაეცნონ ლიტერატურას მოსწავლისთვის წასაკითხი წიგნის მიცემასთნ დაკავშირებით.


    6.2 ინტერვენციის შეფასება
    შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
            რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული წასაკითხი ტექსტების  მიცემა მოსწავლისათვის.
            დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული სხვადასხვა ჟანრის ტექსტები (გამომდინარე  მათი ინტერესისა) კითხვის პროცესის  ხარისხიანად და ხალისით წარმართვაში.
            მასწავლებელთა გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა დაწყებითი კლასის პედაგოგებს მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემების მოგვარებაში?      
        პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე (თითოეული მასწავლებლის 2-2 გაკვეთილი). აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო,  ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
         მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, მათმა შვილებმა როგორ შეარჩიოს მათთვის შესაფერისი ლიტერატურა წასაკითხად.
         ჩავატარე ინტერვენცია პედაგოგებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მშობელთა უკმაყოფილებამ, რომ მათ შვილებს უჭირდათ კითხვა  და  დიდ დროს ანდომებდნენ კითხვის პროცესს, საგრძნობლად იკლო.


    თავი VII
    დასკვნა
      პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კითხვის პრობლემების მიზეზებია:
            პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
            პედაგოგთა და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
            მასწავლებელთა მიერ მოსწავლეებისათვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს ტექსტიდან გამომდინარე დავალების შეუსრულებლობა, (რომლებიც ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება)ან მიცემული დავალებების ინსტრუქციის არქონა;
            მოსწავლის მხრიდან წაკითხული ნაწარმოების ვინმესთვის გაუზიარებლობა;
         აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. (კარგად ჩანს განმეორებით ჩატარებულ დიაგნსტიკურ ტესტებში).



        კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ, კითხვის პრობლემების აღმოსაფხვრელად.   ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა. განხორციელებული  ქმედებით ცოდნის დონე ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად-შინაგანზე.
      შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და მოსწავლეების აქტიურ კითხვის პროცესში ჩართვაში.
    კვლევის შედეგების და თვითონ  კვლევის გაზიარება კოლეგებთან, დაეხმარება ჩემს კლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო  სტრატეგიები.
    პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ,  დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.
    გამოყენებული ლიტერატურა:
    1.http:/www.mastsavlebeli.ge/
    2. ინტერაქტიული მეთოდების კრებული და ტესტები.   მასწავლებლის ბიბლიოთეკა თბილისი 2013
    3. „კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013
    4. საერთაშორისო საგანმანათლებო კვლევები საქართველოში-- ი.კუტალაძე. 2012

                                                                   რეფლექსია
        გააზრებულ კითხვას  რატომღაც ჩემი მოსწავლეები  უყურადღებოდ ეკიდებიან ამიტომ გადავწყვიტე  მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო ჩვევად გააზრებული კითხვა.  სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე შევიმუშავე საკლევი კითხვები;  დავისახე მიზნად გამომეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დამესახა პრობლემის გადაჭრის გზები.
           გამოვიყენე კვლევის სხვადასხვა მეთოდი: დაკვირვება, თვითდაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება, ამ მეთოების გამოყენებით დავადგინე, რომ მოსწავლეებს არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად გააზრებული კითხვა.  
           დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შედეგად დავინახე, რომ განსსკუთრებით უჭირდათ მოსწავლეებს გააზრებული კითხვა.  
       მივხდი, რომ საჭირო იყო ისეთი ინტერვენციების დასახვა, რომლების მოსწავლეებს ჩვევად ჩამოუყალიბებდა გააზრებული კითხვის გამოყენებას.
          ანკეტირების დროს მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ საჭირო იყო ბევრი ვარჯიში, რათა ესწავლათ კარგად, აქედან გამომდინარე კლასში სისტემატურად შემქონდა ტექსტები გააზრებულ კითხვაზე. 
     ჩავატარე კონკურსი, რომელშიც გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი წიგნების კითხვაზე. 
      კვლევა განვიხილე დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, კოლეგემა დადებითი შეფასება მომცეს და აღნიშნეს, რომ თვითონაც გამოიყენებებენ პრაქტიკაში მსგავს ინტერვენციებს, რადგან მათთანაც არის პუნქტუაციის გამოყენების პრობლემები;
     კვლევის პროცესში პრობლემები არ შემქმნია, მოსწავლეთა აქტივობა მაღალი იყო, რადგან მათი სურვილი და ინტერესები გათვალისწინებული იყო.


     ინტერვენციების შემდეგ ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებშიც ჩანდა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულია, ჩემმმა კვლევამ და კვლევის შედეგად დასახულმა ინტერვენციებმა მიზანს მიაღწია.


    დანართი  1
                                   კითხვარი   მასწავლებლებისთვის
    მოგესალმებით!
         ვატარებ პრაქტიკულ კვლევას „გააზრებული კითხვის პრობლემები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და მისი გაუმჯობესების გზები“. თქვენი როგორც მასწავლებლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.
    1. ხალისით კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები?
               ა) დიახ                          ბ)არა
    2. ტექსტის წაკითხვის წინ, მოტივაციის  მიზნით  აღუძრავთ თუ არა ინტერესს?
                  ა) არასოდეს დავაინტრერსებ ტექსტის მიმართ  
                  ბ) ყოველთვის აღვუძრავ ინტერესს
                 გ)  ხანდახან აღვუძრავ ინტერესს
    3. გიზიარებთ თუ არა მოსწავლე წაკითხული ნაწარმოების შთაბეჭდილებებს ?
                  ა) ყოველთვის           ბ) ხანდახან   გ) არასოდეს
    4. როგორ  ფიქრობთ, ტექსტი ან ნაწაროებს რომელსაც თქვენ აძლევთ მოსწავლეს წასაკითად, შეესაბამება თუ არა მოსწავლის ასაკს?
                 ა) დიახ შეეფერება                ბ)  არა, არ შეეფერება
    5. როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მიცემული წასაკითხი ტექსტი:
                 ა) ზომიერია                  ბ)დიდი მოცულობისაა                 გ)მცირე  მოცულობისაა
    5. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით და რა სირთულის ტექსტი  უნდა მიეცეს მოსწავლეს წასაკითხად? „
    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





    დანართი 2
    კითხვარი მშობლებისათვის
    მოგესალმებით!
    ვატარებ პრაქტიკულ კვლევას „გააზრებული კითხვის პრობლემები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და მისი გაუმჯობესების გზები“. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე  სახელის  და გვარის მითითება.

    1.       როგორ ატარებს თქვენი შვილი თავისუფალ დროს?

    -----------------------------------------------------------------------------------------------------
    2.       ინფორმაციის რა ფორმით მიღებას ანიჭებს თქვენი შვილი უპირატესობას?
    ა) წაკითხვას               ბ) მოსმენას

    3.       თქვენი შვილი, სწავლის პროცესში შემოიფარგლება სასკოლო სახელმძღვანელოებით თუ კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობს?
    ა) მხოლოდ სასკოლო წიგნებზე მუშაობს  
    ბ) სახელმძღვანელოებთან ერთად, კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობს   
    გ) მეტწილად კლასგარეშე ლიტერატურით არის დაინტერესებული

    4.       რა სიხშირით კითხულობს თქვენი შვილი კლასგარეშე ლიტერატურას?
     ა) ყოველდღე             ბ) კვირაში ერთხელ           გ) თვეში ერთხელ  
     ე) წელიწადში ერთხელ                                           ვ) არ კითხულობს  

    5.       გაქვთ თუ არა სახლში ბიბლიოთეკა?
    ა) დიახ       ბ) არა   გ) გვაქვს მცირე ბიბლიოთეკა


    6.       ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს ლიტერატურის შერჩევაში?
    ა) დიახ       ბ) ვერ ვეხმარები განსაზღვრული მიზეზები გამო      გ) იშვიათად

    7.       ინფორმაციის მიღების რა საშუალებას მიიჩნევთ პრიორიტეტულად;
       ა) წიგნებს          ბ) კომპიუტერს

    8.       დაგვისახელეთ, არასასკოლო წიგნი , რომელიც თქვენი შვილის თხოვნით შეიძინეთ.
    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    9.       ხედავთ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის აუცილებლობას?
    ა) დიახ, რაკი განათლების გაფართოებაში დაეხმარება  
    ბ) მიმაჩნია , რომ მართებული იქნება , ეს დრო მოსწავლემ გაკვეთილების მომზადებას მოახმაროს  
    გ) არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი

    10.   თქვენი აზრით , მოსწავლის წიგნიერების დონის ამაღლებისათვის, ვის უფრო დიდი როლი ენიჭება,  მასწავლებელს თუ მშობელს.
    ა) ვფიქრობ, რომ ორივე მათგანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია   
    ბ) მასწავლებლის როლს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა   
    გ) მშობლის პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია 




    დანართი  3




    კითხვარი  მოსწავლეებისათვის
    მოგესალმებით!
    ვატარებ პრაქტიკულ კვლევას „გააზრებული კითხვის პრობლემები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და მისი გაუმჯობესების გზები“. თქვენი როგორც მოსწავლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.

    1.       გიყვართ თუ არა კითხვა?
    ა) კი    ბ)  არა   გ) მეტ-ნაკლებად

    2.       რომელ საგანს / საგნებს ანიჭებთ უპირატესობას? 

    ---------------------------------------------------------------------------------------------------------

    3.       თავისუფალ დროს რა აქტივობას ანიჭებ უპირატესობას?
    ა) კომპიუტერულ თამაშებს                              ბ) სპორტულ აქტივობებს      
    გ) წიგნის კითხვას                                              დ) სხვა -----------------------------------------

    4.       კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
    ა) დიახ        ბ) არა    გ) იშვიათად   

    5.       როგორ წიგნს ანიჭებ უპირატესობას?
    ა)  დიდი მოცულობის                    ბ) მცირე მოცულობის  
    გ) ილუსტრირებულს                     დ) მნიშვნელობა არ აქვს

    6.       რა ჟანრის ლიტერატურა მოგწონს ?
    ა) სათავგადასავლო                   ბ) დეტექტივი   გ) სამეცნიერო               
    დ) ფანტასტიკა                ე) ზღაპრები   ვ) სხვა -----------------------------------ზ)   არ ვკითხულობ

    7.       რა ინტენსივობით კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურა?
    ა)  ყოველდღე                       ბ)   კვირაში ერთხელ     გ) თვეში ერთხელ  
    დ)  წელიწადში ერთხელ                ე) არ ვკითხულობ

    8.       წიგნებს ვკითხულობ:
    ა) საკუთარი სურვილით                   ბ) მშობლის მითითებით                 
    გ) პედაგოგის მითითებით                დ) მეგობრის რჩევით/ რეკომენდაციით   
    დ) სხვა------------------------------------

    9.       ინფორმაციის/ცოდნის  მიღების რა ხერხს ანიჭებთ უპირატესობას?
    ა) წიგნს             ბ) ინტერნეტს   დ) ზეპირ გადმოცემას  

    10.   დაასახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა

    ----------------------------------------------------------------------------------------------------------




    No comments:

    Post a Comment